ბოლო განახლება - 27.12.06

english version | საიტის რუქა | დაგვიკავშირდით

მთავარი გვერდი
კონდიციონერები
როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი
კომპანიების კატალოგი
სამრეწველო კონდიციონერები
მულტიზონალური VRV და VRF სისტემები
ჩილერ - ფენკოილების სისტემა
ცენტრალური კონდიციონერი
სახურავის კონდიციონერი
პრეცეზიული კონდიციონერები
სამრეწველო კონდიცირების სისტემების შედარება
გათბობა
ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ჭერის ვენტილატორი
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელი
საიტის რუქა
სერვისი
ფორუმი
 
 

გამათბობელები

ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელები

გამათბობელები გამოიყენება ბინების, ოფისების გასათბობად. გამათბობლის ყველაზე მნიშნელოვანი მაჩვენებელია - სიმძლავრე. მასზე დამოკიდებულია თუ რა ფართზე არის გათვლილი გამათბობელი. მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - გამათბობელის ტიპი: ზეთის რადიატორი, კონვექტორი, თერმოვენტილატორი, ინფრაწითელი გამათბობელი და გაზის გამათბობელი.

ზეთის რადიატორები

ზეთის რადიატორი არის საკმაოდ გავრცელებული გამათბობელის ტიპი. ამ ტიპის გამათბობელის უპირატესობა არის ის, რომ მისი კორპუსი ცხელდება დაახლოებით 60 ° C -დე, იგი არ „წვავს“ ჰაერს, რომელიც ხდება გახსნილი ტიპის გაზის გამათბობელში. ზეთის რადიატორი არის საკმაოდ უსაფრთხო გათბობის საშუალება. მისი ექსპლუატაცია შეიძლება 24 საათის განმავლობაში.

ზეთის რადიატორების სიმძლავრე მერყეობს 1,0-2,5 კილოვატამდე. ყველა ზეთის რადიატორი აღჭურვილია თერმოსტატით, რომელიც უზრუნველყოფს მოცემული ტემპერატურის ოთახში შენარჩუნებას. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია 24 საათიანი ტაიმერით, რომელიც უზრუნველყოფს მის ჩართვა/გამორთვას მოცემულ დროს (ყენდება თქვენს მიერ). აგრეთვე ზოგიერთი მოდელები აღჭურვილია პატარა ვენტილატორით, რომელიც ახდენს თბილი ჰაერის უფრო ინტენსიურ ციცრკულაციას და აქედან გამომდინარე ოთახის უფრო მოკლე დროში გათბობას.

კონვექტორები

ზეთის რადიატორის ალტერნატივაა - კონვექტორი, რომელსაც ხანდახან ეძახიან გათბობის პანელს. მისი დასახელება - კონვექტორი, ასახავს მისი მუშაობის პრინციპს. გამთბარი ჰაერი ხდება ცივზე უფრო მჩატე და ადის ზემოთ, მის ადგილს იკავებს ცივი ჰაერი, რომელიც ცხელდება და ამის შემდეგ პროცესი მეორდება. კონვექტორი შეიზლება იყოს დამაგრებული კედელზე. ამ ტიპის გამატბობელშიც არ ხდება ჰაერის „წვა“.


თერმოვენტილატორი (სითბური სატყორცნი)

თერმოვენტილატორი (სითბური სატყორცნი) გამოიყენება დიდი ფართის სწრაფი გათბობისათვის. თერმოვენტილატორს ეძახიან პატარა სიმძლავრის საყოფაცხოვრებო გამათბობელს, ხოლო სითბურ სატყორცნს - დიდი სიმძლავრის თერმოვენტილატორებს. თერმოვენტილატორების უპირატესობა მდებარეობს მის საკმაოდ მცირე საფასურში, სითბოს უფრო სწრაფ და თანაბარ განაწილებაში. ნაკლი - მისი ტენები ცხელდება საკმაოდ მაღალ ტემპერატურამდე რომლებზეც უკვე ხდება ჰაერის „წვა“. სითბური სატყორცნის გამოყენების ძირითადი არეალია - სამრეწველო, სასაწყობო და სამშენებლო ობიექტებზე.

ინფრაწითელი გამათბობელი

როდესაც დგას დიდი ფართების გათბობის პრობლემა გამოიყენებენ ინფრაწითელ გამათბობელებს. მათი მუშაობის პრინციპი განსხვავდება ჩვეულებრივი ჰაერის გამატბობელების მუშაობის პრინციპისაგან. ინფრაწითელი გამათბობელი გამოასხივებს სითბურ ენერგიას (როგორც მზე), რომელსაც შთანთქავს გარემომცველი ზედაპირები (იატაკი, კედლები, ავეჯი და ა.შ.). სითბური გამოსხივება, ჩვეულებრივი სხივის მაგვარია, მას არ შთანთქავს ჰაერი, ამიტომ მთელი ენერგია დანაკარგების გარეშე აღწევს გარემომცველ ძედაპირებს და ადამიანამდე. ინფრაწითელი გამათბობელების გამოყენებისას ტემპერატურა სათავსოში არ არის დამოკიდებული ჭერის სიმაღლეზე, რაც ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა.

ინფრაწითელი გამათბობელი არის ერთადერთი გამათბობელის ტიპი რომელსაც შეუძლია ზონალური და წერტილოვანი გათბობა. თუ ინფრაწითელი გამათბობელი დამონტაჟებულია სამუშაო ადგილის თავზე, შეიძლება შეიქმნას კომფორტული პირობები სამუშაო ადგილზე და არ მოხდეს მთელი სათავსოს გათბობა. ასე რომ ინფრაწითელი გამათბობელი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ელექტროენერგიის დიდი ეკონომია.

გაზის გამათბობელი

არსებობს გაზის გამათბობელების ორი ძირითადი სისტემა: პირდაპირი და არაპირდაპირი გათბობით. პირდაპირი გათბობის ტიპის სისტემებში სანთურა არ არის იზოლირებული, ანუ წვის პროდუქტი ხდება პირდაპირ იმ სათავსოში სადაც დამონტაჟებულია გამათბობელი. ასეთი ტიპის გამათბობელის გამოყენება სახლის გასათბობად არის არარეკომენდირებული. (მაგალითად თუ გარეთ ქარია, არსებობს დიდი ალბათობა იმისა რომ წვის პროდუქტი ‘დაბრუნდება’ ოთახში; აგრეთვე არსებობს გაზის ჩაქრობის საშიშროებაც) გამათბობელებში არაპირდაპირი გათბობით - სანთურა არის იზოლირებული და ხდება წვის პროდუქტის შენობის გარეთ გატანა. ამ ტიპის გამათბობელი შეიძლება იყოს გამოყენებული ბინის ან საცხოვრებელი სახლის გასათბობად.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 







Counter
 
©კლიმატ.გე ყველა უფლება დაცულია
english version | საიტის რუქა დაგვიკავშირდით |
სიახლეები ელ. ფოსტაზე