ბოლო განახლება - 27.12.06

english version | საიტის რუქა | დაგვიკავშირდით

მთავარი გვერდი
კონდიციონერები
როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი
კომპანიების კატალოგი
სამრეწველო კონდიციონერები
მულტიზონალური VRV და VRF სისტემები
ჩილერ - ფენკოილების სისტემა
ცენტრალური კონდიციონერი
სახურავის კონდიციონერი
პრეცეზიული კონდიციონერები
სამრეწველო კონდიცირების სისტემების შედარება
გათბობა
ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ჭერის ვენტილატორი
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელი
საიტის რუქა
სერვისი
ფორუმი
 
 

   კონდიციონერის ტიპები

ზოგადი ინფორმაცია

კონდიციონერები თავისი ფუნქციონალური პარამეტრებით იყოფა: სამრეწველო და საყოფაცხოვრებოზე, და კონსტრუქტული შესრულებით: მონობლოკებზე და სპლიტ-სისტემებზე. საყოფაცხოვრებო კონდიციონერების სიმძლავრე შეზღუდულია 7კვ სიმზლავრით და გამოიყენება საცხოვრებელ და სამუშაო ფართებზე, რომლის ფართობი არ აღემატება 100 კვ. მ. სამრეწველო კონდიციონერები უფრო მძლავრი არიან და გამოიყენებიან უფრო დიდი ფართობების გასაგრილებლად 100 კვ. მ. მეტი და აგრეთვე მთლიანი შენობის ცენტრალიზებულ გასაგრილებისათვის. კონდიციონერები-მონობლოკები შედგებიან ერთი ფუნციონალური ბლოკისგან და შეიძლება იყონ გადაადგილებადი (მობილური) ან სტაციონარული (ფანჯრის). სპლიტ-სისტემები ყოველთვის შედგებიან ორი ან მეტი ბლოკისაგან ფიქსირებული ადგილმდებარეობით; ერთი გარე ბლოკი თავსდება შენობის გარედან, სიდა ბლოკები - გასაგრილებელ სათავსოში (მონტაჟის ტიპის მიხედვით ისინი შეიძლება იყონ კედლის, კანალური ტიპის (ცენტრალური), კასეტური ტიპის, ჭერქვეშა და ა.შ.)


ფანჯრის კონდიციონერები
ფანჯრის კონდიციონერი დიდი ხნის მანძილზე იყო ყველაზე პოპულალური კონდიციონერის ტიპი. მათ განასხვავებდა შედარებით დაბალი ღირებულება, მონტაჟის სიიოლე. მათი სიმძლავრის სპექტრი შეადგენს წარმადობას 6 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერებს გააჩნიათ ერთი მნიშნელოვანი ნაკლი - ხმაურის მაღალი დონე მუშაობის დროს.



მობილური კონდიციონერები
მობილური კონდიციონერი არის გადაადგილებადი კონდიციონერი. მას გააჩნია პატარა ბორბლები რაც მის გადადგილების შესაძლებლობას იძლევა. მობილურობა არის მათი ძირითადი უპირატესობა, მაგრამ მათი გადადგილება შეზღუდულია 2 მ შლანგის სიგრძით რომლიდანაც ხდება ცხელი ხაერის გამოყოფა, რომელიც აუცილებლად შენობის გარეთ უნდა გადიოდეს. ამ ტიპის კონდიციონერის ნაკლია - ხმაურის მაღალი დონე, და მაღალი ღირებულება.


სპლიტ სისტემები
პირობითათ გამოყოფენ ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებს და მულტისპლიტ-სისტემებს. ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა შედგება ერთი გარეთა და ერთი შიდა ბლოკიდან; მულტისპლიტ-სისტემაში გარე ბლოკი ერთია ხოლო შიდა ბლოკების რაოდენობა არ აღემატება 4 ცალს. მულტისპლიტ-სისტემა უფრო რთული და მრავალსახოვანი სისტემაა ვიდრე ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა, მულტისპლიტ-სისტემის შიდა ბლოკები შეიძლება იყონ სხვადასხვა სიმძლავრის და მონტაჟის ტიპის (მოთხოვნისამებვრ). მონტაჯის სირთულის გამო იზრდება სისტემის მონტაჟის ღირებულება . სპლიტ/მულტისპლიტ-სისტემის კონდიციონერები აღჭურვილია ორმაგი ფილტრებით ცირკულირებადი ჰაერის გაფილტვრისათვის. სპლიტ-სისტემებს გააჩნიათ საკმაოდ ზუსტი გაგრილების ტემპერატურის რეგულირების სისტემა, აგრეთვე გააჩნია ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირების საშუალება, სათავსოს გათბობის საშუალება, ავტომატური ჩართვა-გამორთვის ტაიმერი და სხვა საშუალებები რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული კონდიციონერის მწარმოებელზე, და მოდელზე. ამჟამად სპლიტ-სისტემა არის ყველაზე გავრცელებული და პოპულალური კონდიცირების სისტემა საყოფაცხოვრებო ფართების გაგრილება-გათბობისათვის. სხვათაშორის სპლიტ-სისტემა საკმაოდ ეკონომიური სისტემაა და უწევს კონკურენციას გაზის გამათბობლებს და სხვა გათბობის სისტემებს.


კედლის კონდიციონერები
კედლის კონდიციონერების სიმძლავრე მერყეობს 2-7 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერის დაყენედა შეიძლება ნებისმიერ პატარა ფართის სათავსოში (ოფისში, ბინაში), რომლის ფართობი არ აღემატება 80 კვ. მ. მანძილი შიდა და გარე ბლოკს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5-7 მეტრს. ეს არის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი (ღირებულების მხრივ) სპლიტ-სისტემის ტიპის კონდიციონერი.



არხული კონდიციონერი კანალური კონდიციონერის განკუთნილია ერთდროულად რამდენიმე სათავსოს (ოთახის) გასაგრილებლად. მისი სიმძლავრე (20 კილოვატამდე, და მეტი) საკმარისია დიდი საცხოვრებელი ბინების, სახლების და ოფისების გასაგრილებლად. კანალური ტიპის კონდიციონერი მონტაჟდება შეკიდული ჭერის ზემოთ, რომელიც მთლიანად ფარავს შიდა ბლოკს. მისი დიდი უპირატესობა ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია გარედან სუფთა ჰაერის მოწოდება, რომელიც უზრუნველყოფს სათავსოს ვენტილაციას!

კასეტური ტიპის კონდიციონერები კასეტური ტიპის კონდიციონერები მონტაჟდება შეკიდულ ჭერში, მაგრამ კანალური კონდიციონერებისაგან განსხვავებით ანაწილებენ გაგრილებულ ფაერს ბლოკის ქვედა ნაწილიდან. კასეტური ტიპის კონდიციონერის ქვედა ნაწილი დაფარულია დეკორატიული პანელით. კასეტური ტიპის კონდიციონერების ზომებია: 60/60 სმ და 120/120 სმ, ანუ შეიძლება მისი ჩასმა შეკიდული ჭერის 1 (60/60) ან ორი (120/120) ფილის მაგივრად. კიდევ ერთი უპირატესობა არის ჰაერის ოთხივე მიმართულებით განაწილება, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გაგრილება/გათბობას კედლის კონდიციონერებთან შედარებით.




ჭერ-იატაკის კონდიციონერი
ჭერ-იატაკის ტიპის კონდიციონერი - არის ალტერნატიული ვარიანტი კედლის და კასეტური-ტიპის კონდიციონერების. მათგან განსხვავებით იგი მონტაჟდება ჭერზე ან იატაკზე და უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ განაწილებას. კასეტური ტიპის კონდიციონერებისაგან განსხვავებით იგი ვერ უზრუნველყოფს ფარულ მონტაჟს, და აქედან გამომდინარე არ მოითხოვს შეკიდული ჭერის არსებობას.


კოლონური ტიპის კონდიციონერები
კოლონური ტიპის კონდიციონერებს აქვთ გაგრილების დიდი წარმადობა და აქედან გამომდინარე გამოიყენებიან დიდი ფართობის სათავსოების გასაგრილებლად. მათ გააჩნიათ დიდი გაბარიტები და წონა. ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება მათთან ახლოს.


 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 







Counter
 
©კლიმატ.გე ყველა უფლება დაცულია
english version | საიტის რუქა დაგვიკავშირდით |
სიახლეები ელ. ფოსტაზე