ბოლო განახლება - 27.12.06

english version | საიტის რუქა | დაგვიკავშირდით

მთავარი გვერდი
კონდიციონერები
როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი
კომპანიების კატალოგი
სამრეწველო კონდიციონერები
მულტიზონალური VRV და VRF სისტემები
ჩილერ - ფენკოილების სისტემა
ცენტრალური კონდიციონერი
სახურავის კონდიციონერი
პრეცეზიული კონდიციონერები
სამრეწველო კონდიცირების სისტემების შედარება
გათბობა
ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ჭერის ვენტილატორი
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელი
საიტის რუქა
სერვისი
ფორუმი
 
 

ჩილლერ-ფენკოილების სისტემა
ჩილლერ-ფენკოილების სისტემა განსხვავდება ყველა დანარჩენ კონდიცირების სისტემებისაგან იმით, რომ შიდა და გარე ბლოკებს შორის ცირკულირებს არა ფრეონი არამედ წყალი. წყალს აცივებს ჩილლერი - სამაცივრო მანქანა, რომლის დანიშნულებაა წყლის გაგრილება. ჩილლერი არის იგივე ფრეონული კონდიციონერი, მაგრამ ჰაერის მაგივრად იგი აცივებს წყალს. ეს წყალი სატუმბო სადგურის და მილსადენების მეშვეობით მიეწოდება ფენკოილებს. ფენკოილები მონტაჟდება კონდიციონირებად ოთახში და ასრულებს იგივე როლს რაც სპლიტ-სისტემის კონდიციონერის შიდა ბლოკი. ჩილლერ-ფენკოილების სისტემას ჩვეულებრივ მულტისპლიტთან და მულტიზონალურ სისტემასთან შედარებით გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:

  • მანძილი ჩილლერსა და ფენკოილებს შორის განისაზღვრება მხოლოდ სატუმბო სადგურის სიმძლავრით და შეიძლება აღწევდეს რამოდენიმე ასეულ მეტრას.
  • ფენკოილების რაოდენობა შეზღედულია მხოლოდ ჩელლერის სიმძლავრით
  • შეერთება ფენკოილებს და ჩილლერს შორის ხდება არა სპილენძის მილებით, არამედ შედარებით იაფი პლასმასის მილებით.

გაგრძელებაში ჩვენ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ჩილლერ-ფენკოილების სისტემის შემადგენელ ნაწილებს.

ჩილლერი
თანამედროვე ჩილლერებს აწარმოებენ სიმძლავრეების საკმაოდ ფართო დიაპაზონში 5-დან 9000 კილოვატამდე, რაც როგორც პატარა კოტეჯებოს ასევე დიდი შენობების კონდიცირების საშუალებას იძლევა. ყველა ჩელლერი შეიძლება დავყოთ შემდეგი ნიშან-ტვისებებით:

  • კონდენსატორის გაცივების ტიპით - წყლის და ჰაერის გაციებით. ჰაერით გაციება ხდება ისევე როგორც საყოფაცხოვრებო კონდიციონერებში - ვენტილატორის მეშვებით რომელიც ქმნის ჰაერის ნაკადს. კონდენსატორის წყლით გაცივების შემთხვევაში გამოიყენება გამდინარე წყალი. მეორე მეთოდი  საგრძნობლად ამცირებს ჩილლერის გაბარიტებს და ფასს, მაგრან მოითხოვს გამდინარე წყლის გამოყენებას.
  • გათბობის რეჟიმის ფუნქციით - სითბური ტუმბოთი (რევერსიული) და მის გარეშე.
  • კონსტრუქტული შესრულებით - ჩაშენებული ან გამოტანილი კონდენსატორით. ჩილლერები კონდენსატორის ჰაერის გაციებით შეიძლება იყოს მონობლოკის შესრულებით (ჩაშენებული კონდენსატორით) ან გამოტანილი კონდესატორით. პირველ შემთხვევაში ჩილერი წარმოადგენს ავტონომურ სამაცივრო სისტემას, რომელსაც უერთდება მხოლოდ მილსადენები სატუმბო სადგურიდან. მეორე შემთხვევაში კონდენსატორი შესრულებულია როგორც ცალკე ბლოკი. რაც ჩილლერის სათავსოში დაყენების  საშუალებას იძლევა, ხოლო კონდენსატორის სახურავზე. ასეთი გადაწყვეტა აიოლებს ჩილლერის მომსახურებას და ზრდის მის საიმედოობას, რადგანაც სატავსოში უფრო სტაბილური ტემპერატურაა.
  • მონობლოკურ ჩილლერებს კონდენსატორის ჰაერით გაგრილებით შეიძლება ჰქონდეთ ღერძული და ცენტრიდანული ვენტილატორები. ღერძული ვენტილატორები უფრო იაფია, მაგრამ ქმნიან ჰაერის სუსტ ნაკადს, და ამიტომ ჩილლერი ღერზული ვენტილატორით შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ გახსნილ ადგილზე (სახურავზე). ცენტრისდანული ვენტილატორები ქმნიან უფრო მძლავრ ჰაერის ნაკადს, და ამიტომ ჩილლერები ასეთი ტიპის ვენტილატორებით შეიზლება დამონტაჟნენ სათავსოს შიგნით, და უზრუნველყონ ჰაერის შემოტანა-გაგდება ჰაერსატარის მეშვეობით.

სატუმბო სადგური
სატუმბო სადგური (ჰიდრომოდული) უზრუნველყოფს თბომატარებლის ცირკულაციას ჩილერსა და ფენკოილებს შორის. თბომატარებლის როლში გამოიყენება წყალი ან უყინი სითხე. სატუმბო სადგურის შემადგენელია ნაწილებია:

  • საცირკულაციო ტუმბო. იგი უზრუნველყოფს ტერმომატერებლის საჭირო წნევას მილსადენების სისტემაში.
  • საფართოებელი ავზი. აუცილებელია თერმომატარებლის ტემპერატურული  გაფართოება/შეკუმშვის კომპენსაციისათვის. საფართოებელი ავზი დაყოფილია მოძრავი რკინის მემბრანით ორ ნაწილად. ერთ ნაწილში არის აზოტი, მეორე ნაწილი უერთდება ჰიდრავლიკურ სისტემას თბომატარებლით. თბომატარებლის ტემპერატურის ცვლის შემთხვევაში , იცვლება მისი მოცულობა. ეს რყევები კომპენსირდება საფართოებელი ავზის მემბრანის მოზრაობით.
  • ჩამკეტი არმატურა (ვენტილები). აუცილებელია სისტემის სერვისისათვის, თბომატარებლის შევავსებად/გადასაშვებად, ჰაერის სისტემის გამოსაშვებად და ა.შ.
  • ავზი აკკუმულატორი. რადგანაც თბური დატვირთვა იცვლება და არის დამოკიდებული დღე/ღამეზე და წლის სეზონზე, ჩნდება დროის პერიოდები, როდესაც ჩილლერის სიცივის წარმადობა ბევრად აღემატება რეალურ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ჩილლერი იწყებს მუშაობას მოკლე იმპულსებით, იწყებს ხშირ ჩართვა-გამორთვას. ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სისტემაში ყენდება ავზი აკუმულატორი, რომლის მოცულობა გათვლილია შესაძლებელი სითბური დათვირთვების და სისტემაში თბომატარებლის რაოდენობის გათვალისწინებით.
  • მართვის და დაცვის სისტემები. მართავს სატუმბო სადგურის მუშაობას, აკონტროლებს მის მუშაობის რეჟიმებს, სიგნალიზირებს და თიშავს სისტემას სახიფათო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში. (წნევის მატება ჰიდრავლიკურ მოდულში, თბომატარებლის გაყინვის საშიშროების შემთხვევაში და ა.შ.)

ფენკოილი
ფენკოილები ჰგავნან სპლიტ-სისტემის შიდა ბლოკებს და აგრეთვე შეიზლება იყონ სხვადასხვა ტიპის - კედლის, იატაკის, არხული ტიპის და ა.შ. ფენკოილი შეიზლება იყოს გამოშვებული უკორპუსო ვარიანტშიც. ასეთი ფენკოილი საგრძნობლად უფრო იაფია და იგი განკუთვნილია ფარული მონტაჟისათვის (შეკიდულ ჭერში, აიტაკზე დეკორატიულ კოლოფში და ა.შ.). ფენკოილის შემადგენელი ნაწილებია:

  • რადიატორი (თბომცვლელი). ფენკოილებში ყენდება ერთი ან ორი რადიატორი. პირველ შემთხვევაში ფენკოილი არის ორმილიანი, მეორე შემთხვევაში ოთხმილიანი. ოთხმილიანი ფენკოილი ერთდროულად უერთდება ჩილლერს და ცენტრალურ გათბობის სისტემას და ზამთარში მუშაობს როგორც ცენტრალური გათბობის რადიატორი.
  • ვენტილატორი ელექტროძრავით. ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის ცვლით რეგულირდება მისი გაციების სიმძლავრე.
  • კონდენსატის შესაგროვებელი ქვეში („პადდონი“)
  • საჰაერო ფილტრი. წმინდავს ფენკოილში გამავალ ჰაერს მტვრისაგან.
  • ელექტროგამათბობელი. ხანდახან ფენკოილებში აყენებენ „ტენებს“ ჰაერის გათბობის საჭიროების შემთხვევაში.
  • მართვის სისტემა. ფენკოილები აღჭურვილია ინდივიდუალური სადენიანი ან ინფრაწითელი მართვის პულტებით.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 







Counter
 
©კლიმატ.გე ყველა უფლება დაცულია
english version | საიტის რუქა დაგვიკავშირდით |
სიახლეები ელ. ფოსტაზე