ბოლო განახლება - 27.12.06

english version | საიტის რუქა | დაგვიკავშირდით

მთავარი გვერდი
კონდიციონერები
როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი
კომპანიების კატალოგი
სამრეწველო კონდიციონერები
მულტიზონალური VRV და VRF სისტემები
ჩილერ - ფენკოილების სისტემა
ცენტრალური კონდიციონერი
სახურავის კონდიციონერი
პრეცეზიული კონდიციონერები
სამრეწველო კონდიცირების სისტემების შედარება
გათბობა
ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ჭერის ვენტილატორი
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელი
საიტის რუქა
სერვისი
ფორუმი
 
 

ცენტრალური კონდიციონერი
ცენტრალური კონდიციონერი არ არის ავტონომიური - ანუ მუშაობისტვის იგი საჭიროებს გარე სიცივის ან სითბოს წყაროს - ცივ წყალს ჩილლერიდან, ფრეონს გარე საკომპრესორო-საკონდენსატო ბლოკიდან, ცხელ წყალს ცენტრალური გათბობის სისტემიდან ან ბოილერიდან. გაგრილების და გათბობის გარდა ცენტრალურ კონდიციონერს შეუძლია ჰაერის ვენტილაცია, გაწმენდა და დატენიანება. დამუშავებული ჰაერი ჰაერსადენების მეშვეობით ნაწილდება ოთახებში.

თანამედროვე ცენტრალური კონდიციონერები გამოდის სტანდარტული მოდულების ნაკრების სახით, სადაც ყოველი სექცია ასრულებს თავის ფუნქციას:

  • გაციების სექცია. წყლის ან ფრეონის თბომცვლელი. მაცივარაგენტის სახით გამოიყენება ჩილერის ცივი წყალი ან ფრეონი. ამ შემთხვევაში საჭიროა ფრეონის გარე  საკომპრესორო-საკონდენსატო ბლოკი.
  • გათბობის სექცია. სრულდება ორ ვარიანტში - წყლის ან ელექტრო გამხურებელით (ტენით). წყლის გამხურებელი შესრულებულია როგორც თბომცვლელი, რომელთანაც მიყვანილია ცხელი წყალი ცენტრალური გათბობის სისტემიდან ან ქვაბიდან.
  • სავენტილატორო სექცია. მისი დანისნულებაა კონდიცირებად სათავსოში  ჰაერის მიწოდება. ცენტრალურ ვენტილატორებში გამოიყენება ცენტრიდანული ვენტილატორი. სავენტილაციო სექცია შეიძლება იყოს განლაგებული სხვა სექციებს შორის ან კონდიციონერის გამოსავალზე.
  • ხმაურჩამხშობი სექცია. განკუთვნილია ხმაურის სესამცირებლად, რომელსაც ქმნის სავენტილატორო სექცია. ხმაურჩამხშობის სექციაში დაყენებულია ხმისჩამხშობი ფირფიტები, რომლებიც შედგებიან მინერალური ბამბის რამოდენიმე ფენიდან ან სპეციალურად შერჩეული სიმკრივის ბოჭკოვანი მინიდან.
  • დატენიანების სექცია. ჰაერის დატენიანება ხდება ფრქვევანას კამერაში ან ორთქლ სატენიანებლით.
  • ფილტრაციის სექცია. ფილტრაციის სექციის დანისნულებაა კონდიციონერში გამავალი ჰაერის მტვრისაგან გაწმენდა. თუ საჭიროა ფილტრაციის უფრო მაღალი დონე ყენდება ორი სექცია (სხვადასხვა კლასის ფილტრები). ყველა ფილტრი ადვილად იხსნება და იწმინდება. ფილტრების მდგომარეობის ავტომატური კონტროლისათვის გამოიყენება დიფმანომეტრები, რომელის ზომავს ჰაერის წნევათა სხვაობას ფილტრის შესასვლელზე და გამოსავალზე. ფილტრის გაბიდნის შემთხვევაში წნევათა სხვაობა იზრდება და დიფმანომეტრი ანიშნებს ფილტრის გაწმენდის აუცილებლობას.
  • რეკუპერატორი. ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, რომელიც იხარჯება გარედან აღებული ჰაერის გასათბობად/გასაგრილებლად გამოიყენება რეკუპერატორი. ზამთარში იგი იძლევა ელექტროენერგიის ეკონომიას დაახლოებით 60%, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 40%.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 







Counter
 
©კლიმატ.გე ყველა უფლება დაცულია
english version | საიტის რუქა დაგვიკავშირდით |
სიახლეები ელ. ფოსტაზე