ბოლო განახლება - 27.12.06

english version | საიტის რუქა | დაგვიკავშირდით

მთავარი გვერდი
კონდიციონერები
როგორ შეარჩიოთ კონდიციონერი
კომპანიების კატალოგი
სამრეწველო კონდიციონერები
მულტიზონალური VRV და VRF სისტემები
ჩილერ - ფენკოილების სისტემა
ცენტრალური კონდიციონერი
სახურავის კონდიციონერი
პრეცეზიული კონდიციონერები
სამრეწველო კონდიცირების სისტემების შედარება
გათბობა
ზეთის რადიატორები
კონვექტორები
თერმოვენტილატორები
ჭერის ვენტილატორი
ინფრაწითელი გამათბობელი
გაზის გამათბობელი
საიტის რუქა
სერვისი
ფორუმი
 
 

VRV და VRF სისტემის ძირითადი მახასიათებლები და თავისებურებები
DAIKIN VRV Plus და Hi-VRV კონდიცირების სისტემები
DAIKIN Super Multi Plus კონდიცირების სისტემები
მულტიზონალური სისტემის ღირებულება

ყველა თავის ღირსებების გათვალისწინებით, ტრადიციულ სპლიტ და მულტისპლიტ სისტემებს გააჩნიათ ნაკლთა რიგი, რომლებიც საგრძნობლად ავიწროებენ მათი გამოყენების შესაძლებლობებს. პირველ რიგში ეს არის შიდა და გარე ბლოკებს შორის შეზღუდული მანძილი (20 მეტრამდე), თან ამ შემთხვევაში სისტემის სიმძლავრე კლებულობს დაახლოებით 30% -ით. მეორე ნაკლი არის შიდა ბლოკების შეზღუდული რაოდენობა რომელიც უერთდება ერთ გარე ბლოკს (როგორც წესი 2-4 ცალამდე). ყველა ამ ნაკლის გათვალისწინებით ელიტური ბინის ან კოტეჯის კონდიცირების შემთხვევაში გვიწევს რამოდენიმე გარე ბლოკის ფაზადზე გამოტანა რაც ხშირად „ამახინჯებს“ არქიტეკტურას.

ამ დრომდე ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი იყო ერთი არხული კონდიციონერის დაყენება და ჰაერსატარით გაგრილებული ჰაერის ოთახებში მიწოდება. მაგრამ ასეთ სისტემას გააჩნია რამოდენიმე ნაკლი: ჭერის სიმაღლე მცირდება 15-20 სანტიმეტრით (ჰაერსატარის დიამეტრი), და მეორე - არ იყო შესაძლებელი ოთახებში ტემპერატურის ინდივიდუალურად რეგულირება, რადგანაც ერთი ბლოკი არ იძლევა საშუალებას ინდივიდუალურად ვცვალოთ ტემპერატურა ყოველ ოთახში. გამოსავალი ნახული იქნა 1982 წელს, როდესაც კომპანია DAIKIN-მა წარმოადგინა პირველი მსოფლიოში კონდიცირების VRV სისტემა.  

VRV და VRF სისტემის ძირითადი მახასიათებლები და თავისებურებები


ფაქტიურად VRV სისტემა არის მულტისპლიტ სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი:

  • როგორც მულტისპლიტ სისტემაში, ერთ გარე ბლოკს შეიძლება შეუერთდეს რამოდენიმე შიდა ბლოკი, მაგრამ VRV სისტემაში მათი რიცხვი რამოდენიმე ათეულს აღწევს.
  • VRV-ს შიდა ბლოკები შეიძლება იყონ სხვადასხვა ტიპის (კედლის, არხული, კასეტური და ა.შ.) და მათი სიმძლავრე მერყეობს 2-25 კილოვატამდე.

მაგრამ VRV სისტემას გააჩნია რამოდენიმე პრიონციპული სხვაობა ადრე წარმოებულ კონდიციონერებთან შედარებით:

  • ჩვეულებრის მულტი-სპლიტ სისტემაში შიდა და ყოველ გარე ბლოკს შორის ხდებოდა ინდივიდუალური ფრეონის ტრასის(მილსადენის) გაყვანა. VRV სისტემაში ყველა ბლოკი უერთდება ერთ საერთო ფრეონის მილსადენს, ანუ საერთო „ტრასას“ , რომელიც შედგება 3 მილიდან, უერთდება 30-დე შიდა და 3 გარე ბლოკი. ამგვარი ტექნიკური გადაწყვეტა აიოლებს (აიაფებს და აჩქარებს) სამონტაჟო სამუშაოებს და აგრეთვე მომავალში ადვილი გაფართოების (შიდა ბლოკების დამატების) საშუალებას იძლევა.
  • მაქსიმალური სიგრძე შიდა და გარე ბლოკებს შორის (მილსადენის სიგრძე) შეადგენს 100 მეტრას. სიმაღლეთა სხვაობა შიდა და გარე ბლოკებს შორის - 50 მეტრა. ამგვარად შესაძლებელი გახდა კონდიციონერის გარე ბლოკის დაყენება ნებისმიერ ხელსაყრელ ადგილას - სახურავზე, სარდაფში და ა.შ.
  • შიდა ბლოკების მართვა ხორციელდება როგორც იდნივიდუალური უკაბელო პულტიდან, აგრეთვე ცენტრალური მართვის პულტიდან, რომელიც აკონტროლებს ყველა შიდა ბლოკის მუშაობის რეჟიმებს და სისტემის მდგომარეობას მთლიანობაში. გარდა ამისა  VRV სისტემა შეიძლება იმართებოდეს კომპიუტერის მეშვეობით.
  • ჩვეულებრივ კონდიციონერებთან შედარებით, VRV სისტემის შიდა ბლოკები ინარჩუნებს მოცემული ტემპერატურის დონეს +/- 0,5 C ცდომილებით.

დასახელება VRV (Variable Refregerant Volume) ითარგმნება როგორც „მაცივარაგენტის ცვლადი მოცულობა“ და აქ აღიბეჭდება VRV სისტემის მთავარი განმასხვავებელი თვისება სხვა კონდიცირების სისტემებთან შედარებაში - საერთო მილსადენების სისტემის გამოყენება. VRV სისტემაში ყოველ შიდა ბლოკს გააჩნია ელექრონული  თერმომარეგულირებელი ვენტილი, რომელიც არეგულირებს საერთო მილსადენიდან მიღებული მაცივარაგენტის მოცულობას იმის გათვალისწინებით თუ როგორია ბლოკის თბური დატვირთვა.

ამჟამად ანალოგიურ სისტემებს DAIKIN-ის გარდა აწარმოებს აგრეთვე Mitsubishi Heavy, Mitsubishi Electric, Sanyo, Toshiba, Fujitsu General და სხვები. რადგანაც VRV არის DAIKIN-ის დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა, სხვა მწარმოებელთა ანალოგიური სისტემების აღსანიშნად იქნა არჩეული VRF (Variable Refregerante Flow)- „მაცივარაგენტის ცვლადი ნაკადი“, რაც პრინციპში იგივეა რაც VRV. განსხვავება VRF სისტემების სხვადასხვა მწარმოებლებისაგან ძირითადად აისახება - შიდა ბლოკების მიერთების რაოდენობით, ტრასის მაქსიმალური სიგრძით, საიმედოობით და გამართული მუშაობის ხანგრძლივობით.

კონდიცირების სისტემა DAIKIN VRV Plus და Hi-VRV

ინვერტორული სისტემა VRV Plus შექმნილი იყო საშუალო ზომის შენობებისათვის, კოტეჯები, ელიტარული ბინა საერთო ფართით 400-700 მ2. ეს სისტემა საშუალებას იძლევა 3-დე გარე და 30-დე შიდა ბლოკის შეერთებას 90 კილოვატი საერთო სიმძლავრით. სამი გარე ბლოკის გამოყენებისას, როდესაც ერთი მათგანი არის ინვერტორული ტიპის - საშუალებას იძლევა მტლიანი სისტემის სიმძლავრის მდოვრე რეგულირებას გარე ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით და ზრდის სისტემის საიმედოობას - ერთი გარე ბლოკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში სისტემა ინარჩუნებს მუშაობის უნარს. HVR ვენტილაციის სისტემის VRV Plus სისტემასთან გაერთიანებით და კომპიუტერთან მიერთების შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ კლიმატის კონტროლის ინტელექტუალურ სისტემას - Hi-VRV.

ინტელექტუალური სისტემა Hi-VRV.

  • VRV - VRV Plus კონდიცირების სისტემის შიდა და გარე ბლოკები
  • HVR - მომდენ-გამწოვი ვენტილაციის სისტემა რეკუპერაციის ფუნქციით
  • D-BACS – მართვის სისტემა კომპიუტერის ბაზაზე, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის მართვისთვის.

VRV Plus და HVR სისტემის მართვისთვისთვის შექმნილია პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მუშაობს Windows-ის ოპერაციულ სისტემაში. ამ სისტემის ერთადერთი ნაკლი არის - მაღალი ღირებულება. VRV  სისტემის მინიმალური კომპლექტის ფასი შეადგენს 15000-20000 დოლარს. VRV სისტემის გამოყენება 4-5 ოთახის კონდიცირებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ამგვარი „პატარა“ ბინებისათვის სპეციალურად შექმნილია სისტემა Super Multi Plus, რომლის საფასური დაახლოებით ტრადიციული მულტისპლიტ-სისტემის ტოლია.

DAIKIN Super Multi Plus კონდიცირების სისტემა


2001 წელს კომპანია DAIKIN-მა წარმოადგინა ახალი VRV ინვერტორული სისტემა, რომლის დანიშნულებაა პატარა ოფისების და ბინების კონდიცირება,საერთო ფართით 100-150 მ2. მისაღები ფასის და კარგი ხარისხის გამო იგი გახდა ტრადიციული მულტისპლიტის რეალური ალტერნატივა.

  • ერთ 14,5 კილოვატი სიმძლავრის გარე ბლოკს შეიძლება მიუერთდეს 7 შიდა ბლოკი.
  • შიდა ბლოკები შეიძლება იყონ სხვადასხვა ტიპის (კედლი, ჭერ-იატაკის და ა.შ.) სიმძლავრით 2,5-7,1 კილოვატამდე.
  • ტრასის მაქსიმალური სიგრძე - 115 მ.
  • სისტემის კვება - ერთი ფაზა 220 ვოლტი და მაქსიმალური დენის მოხმარება 30 ამპერი
  • კომპიუტერული მართვის და კონტროლის სისტემა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 







Counter
 
©კლიმატ.გე ყველა უფლება დაცულია
english version | საიტის რუქა დაგვიკავშირდით |
სიახლეები ელ. ფოსტაზე